Tuesday, November 12, 2013

"ენა, მამული, სარწმუნოება"


                                      სასწავლო პროექტი
                             
                                        „ენა, მამული, სარწმუნოება“

                                                          



1.    პროექტის სახელწოდება: „ენა, მამული, სარწმუნოება“.
2.     პროექტის მთავარი იდეა (თემა)-
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის ილია II-ის  აღსაყდრებიდან 35-ე და დაბადებიდან მე-80 წლისთავთან დაკავშირებით, ერის სულიერი მამის შესახებ, ინფორმაციის მოძიება.
3.    პროექტის აქტუალობა:
მოსწავლეები გაეცნობიან სრულიად საქართველოს კათოლოკოს - პატრიარქის მოღვაწეობას, რითაც განიმტკიცებენ რწმენას და სიყვარულს სამშობლოსადმი
4.    პროექტის მიზანი:
v  მოსწავლეები ისტ-ის დახმარებით მონაცემებს შეაგროვებენ და მოაწყობენ პროექტის პრეზენტაციას;
v  მოპოვებული მასალების საფუძველზე შეაფასებენ ილია II-ის  ღვაწლს თანამედროვე ეპოქაში;
v  გააანალიზებენ ისტორიულ ფაქტს რაიონის ცხოვრებაში 2011 წლის 3 ნოემბერს  კათოლიკოსის ჩამობრძანებას სამტრედიაში დ. აღმაშენებლის საკათედრო ტაძრისა და კულაშის წმ. ნაზარე ლჟავას სახელობის ტაძრის გახსნაზე.



                           
სტანდარტთან შესაბამისობა:
ქართ.VIII. 3. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობის ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v  ამოიცნობს და იყენებს ზეპირი მსჯელობისათვის დამახასიათებელ ძირითად ენობრივ საშუალებებს ( მაგ. ტვალსაზრისის და არგუმენტის გამოსაკვეთად იყენებს არავერბალურ საშუალებებს:ინტერვალს საუბარში, ინტონაციას, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა.შ.)
v  განარჩევს და სათანადოდ იყენებს საკუთარ მეტყველებაში გამოთქმებს, რომელთაც განსაკუთრებული დამარწმუნებელი ძალა აქვს ( მაგ. იდიომებს, ხატოვან გამონათქვამებს, ხმის სხვადასხვა დონეებს, ჟესტიკულაციას და ა.შ).
ქართ.VIII. 13 მოსწავლეს შეუძლია წერის სტრატეგიების გამოყენება ნაწერის
ეფექტური ორგანიზებისათვის
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v  შეარჩევს მასალას და ჯგუფებს გეგმის შესაბამისად;
v  მსჯელობისას საკუთარი თვალსაზრისის დასასაბუთებლად იყენებს მასალას (ციტატებს სხვადასხვა წყაროდან, ცხრილებს, ფოტოებს და ხელოვნების ნიმუშების რეპროდუქციებს);
v  იყენებს კომპიუტერულ ტექნოლოგიას ტექსტების შესადგენად, დასაფორმატებლად და პრეზენტაციის მოსამზადებლად.
ქართ. IX. 10 მოსწავლეს შეუძლია დეტალური ინფორმაციის განსხვავებული თვალსაზრისის წერილობით გადმოცემა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
წერს მინი - რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
წერს განმარტებითი ხასიათის ტექსტებს, რომლებშიც იყენებს სხვადასხვა ბეჭდურ და ელექტრონულ ინფორმაციას ( საენციკლოპედიო სტატიას, საგაზეთო ინფორმაციას, ინტერნეტს და სხვა).
გადმოსცემს სხვათა თვალსაზრისს და უკეთებს კომენტარს.
5.    მონაწილეთა ასაკი: VII – VIII – X – XI კლასები;
                                                   13/16 წელი
6.    ხანგრძლივობა: 2 თვე ( 11 ოქტომბრიდან 11 დეკემბრამდე  2012 წ)
7.    მოსალოდნელი შედეგები: ფოტოები, კედლის გაზეთი,სლაიდები, ვიდეოკოლაჟი, გამოფენა, მოსწავლეთა თვითშემოქმედება თემის ირგვლივ.
8.    ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები, ელექტრონული პრეზენტაცია, ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეოკამერა, აუდიო ჩამწერი.
9.    პროექტის მსვლელობა. ძირითადი აქტივობები:
ა) მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები და ამოცანები;
ბ) თითოეული კლასი თითოეულ ჯგუფად წარმოვადგინე;
გ)ჯგუფებს მივეცი შესაბამისი დავალებები:
I ჯგუფი - გამოფენისა და კედლის გაზეთისთვის მზადება;
II ჯგუფი - ვიდეო მასალის, ფოტოებისა და სლაიდების შეგროვება;
III ჯგუფი - სცენარისათვის მხატვრული მასალის ამოკრებვა;
IV ჯგუფი - მუსიკალური და მხატვრული მხარის მოგვარება.
10. საგნებთან / ესგ კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ისტ-ი.

                                                                          ვიდეო მასალ

1.    პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა პატარიძე
2.    ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:       LIANAPATARIDZE11@GMAIL.COM
პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: LIANAPATARIDZE11.BLOGSPOT.COM
                                           

              

No comments:

Post a Comment