სასწავლო პროექტი:
„ ჩემი გალაკტიონი“
პროექტის ხელ-ლი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა პატარიძე
2013-2014 სასწ.წელი
სასწავლო- შემეცნებითი-შემოქმედებითი
ე ქ ს კ უ რ ს ი ა
სამტრედია-ჭყვიში-სამტრედია
პროექტის სახელწოდება: ჩემი გალაკტიონი
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა)-
უფრო ახლოს გაეცნონ გალაკტიონის შემოქმედებას, ბიოგრაფიის ძირითად დეტალებს;
3. პროექტის აქტუალობა:
პოეტის შემოქმედების თანამედროვე აღქმა პრაგმატულ დროსა და სივრცეში.
4. პროექტის მიზანი:
v დაათვალიერებენ გალაკტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმს ვანის რაიონ სოფ. ჭყვიშში და მიიღებენ ინფორმაციას ტაბიძეთა გენეალოგიის შესახებ;
v მოსწავლეები ისწავლიან ჯგუფური მუშაობის წესებს; განუვითარდებათ ურთიერთთანამშრომლობის უნარი;
ისტ-ის დახმარებით შეაგროვებენ მონაცემებს და გამოიყენებენ მუშაობის პროცესში.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v ამოიცნობს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას, ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
v ამზადებს ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლემდე, გადის რეპეტიციას;
ქ. X. 6 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ტექსტების გაანალიზება მათი ორგანიზების თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
v აღწერს ტექსტის კომპოზიციას; აღნიშნავს, რას წარმოადგენს ტექსტი: დასრულებულ ნაწარმოებს, წინადადებას, პოეტურ სტროფს თუ პროზაულ ფრაგმენტს; აანალიზებს ტექსტის სტრუქტურულ ელემენტებს (სათაური, აბზაცი, სტროფი, )
5. მონაწილეთა ასაკი: 15/16 წელი
6. ხანგრძლივობა: 1 თვე ( 17 ოქტომბრიდან, 17 ნოემბრამდე 2013 წ)
7. მოსალოდნელი შედეგები: შეიქმნება შემოქმედებითი ექსკურსიის ამსახველი ვიდეო მასალა, ფოტოები. მოსწავლეები ადგილზე გაეცნობიან პოეტის საცხოვრებელ გარემოსა და პირობებს. სახლ-მუზეუმის დანიშნულებიდან გამომდინარე, გაიგებენ მეტს დიდი მგოსნის მოღვაწეობის შესახებ. გააკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციას თემიდან გამომდინარე.
8. ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, ციფრული ფოტოაპარატი, ციფრული ვიდეო-კამერა, ჩონგური, და სხვა საჭირო აქსესუარები. ავტობუსი და მძღოლი.
9. პროექტის მსვლელობა. ძირითადი აქტივობები:
ა) მოსწავლეებს გავაცანი პროექტის მიზნები;
ბ) კლასი გავყავი ჯგუფებად და ავირჩიე ხელმძღვანელი;
გ)თითოეულ ჯგუფს გავუნაწილე დავალება:
I ჯგუფი - ბიოგრაფიის დეტალების მოძიება, ფოტოების შეგროვება და სლაიდების პრეზენტაცია
II ჯგუფი - გალაკტიონის შემოქმედების გაცნობა,
III ჯგუფი - მუსიკალური და ქორეოგრაფიული მხარის მოგვარება;
IV ჯგუფი - ექსკურსიის გეგმა, ტრანსპორტისა და ყველა სხვა საჭირო დეტალის ორგანიზება.
ტრანსპორტისა და კვების ფინანსური მხარდაჭერა და უზრუნველყოფა მოსწავლეთა მშობლების მიერ.
10. საგნებთან / ესგ კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, მუსიკა, ისტ-ი.
. პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა პატარიძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: LIANAPATARIDZE11@GMAIL.COM
13. პროექტის ვებ- გვერდი/ბლოგი: LIANAPATARIDZE11.BLOGSPOT.COM
1
1
1