სასწავლო პროექტი
„ჩემი ხატია სამშობლო “
პროექტის ხელ-ლი :
ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა
2015-2016 სასწ.წელი
სსიპ სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაურის საჯარო სკოლა
სასწავლო პროექტი
როლური თამაშებით
„ჩემი
ხატია სამშობლო“
პროექტის სახელწოდება: „ჩემი ხატია სამშობლო“
1. პროექტის მთავარი იდეა (თემა)
აკაკი
წერეთლის შემოქმედების მნიშვნელობა მოზარდი თაობისათვის.
2.პროექტის აქტუალობა: აკაკი წერეთლის დაბადებიდან
175 წლისა და გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილე.
3. პროექტის მიზნები: როლური თამაშით მოსწავლეებმა უკეთესად გაიაზრონ და
გაითავისონ აკ. წერეთლის შემოქმედების არსი, ჩაწვდნენ ძირითად ღირებულებებს.
·
განუვითარდეთ
სოციალური პასუხისმგებლობის უნარი.
·
ისტ-ის
დახმარებით შეაგროვონ მონაცემები დასახული მიზნის მისაღწევად.
4. სტანდარტთან
შესაბამისობა
ქ.
VII. 6. მოსწავლეს შეუძლია ზეპირი კომუნიკაციის
სტრატეგიების შესაბამისად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
იყენებს აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალური
ხერხებს (მხედველობითი კონტაქტი, ხმის აწევ-დაწევა, საუბრის ტემპის შეცვლა,
ჟესტიკულაცია) ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·
აუდიტორიის წინაშე გამოსვლემდე გადის რეპეტიციას;
·
პოულობს მსგავსება-განსხვავებას ტექსტში
წარმოდგენილ მოვლენებს, ფაქტებს, პერსონაჟთა თვისებებსა და ქცევებს შორის
·
ახასიათებს პერსონაჟს მისი გარეგნული ნიშნების,
ქცევისა და მეტყველების მიხედვით.
ქ. VII 11. მოსწავლეს
შეუძლია
წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა მიზნით.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
წერს საინფორმაციო წერილს სკოლის გაზეთისათვის, იცავს
ამ ტიპის ტექსტისათვის დამახასიათებელ სტილსა და ფორმას;
·
წერს სარეკლამო ტექსტს (თანაკლასელების მიერ შექმნილ
სახვითი და გამოყენებითი ნიმუშებისთვის, ვიდეორგოლებისთვის, ფოტოგამოფენისთვის,
სასკოლო ღონისძიებისთვის და სხვ);
·
წერს სარეკლამო ტექსტს სხვადასხვა აუდიტორიისათვის
(მაგალითად, ბავშვებისა და დიდებისათვის).
ქართ.VIII . 1 მოსწავლეს
შეუძლია
კონკრეტულ
საკითხებზე მსჯელობის მოსმენა და საკუთარი თვალსაზრისით წარმოდგენა აუდიტორიის
წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
ტექსტში დასმულ პრობლემურ საკითხს
იმიტირებული სიტუაციის (მინისპექტაკლის, როლური თამაშების და ა.შ) საშუალებით
წარუდგენს აუდიტორიას (კლასს);
·
კონკრეტული
აუდიტორიისათვის შეარჩევს ტექსტის შესაბამის ტიპს (მაგ.როლურ ტექსტს, თხრობას,
კამათს და ა,შ);
ქართ. VIII.4 მოსწავლეს შეუძლია ზეპირი გამოსვლის
მოსამზადებლად სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი
თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს და მეტყველებისას იყენებს იმგვარ
მინიშნებებს, როგორებიცაა ტონის ცვალებადობა, ხმის სიმაღლე (ხმის აწევ-დაწევა), ან
საუბრის სიჩქარე, რათა მოამზადოს აუდიტორია ახალი და მნიშვნელოვანი აზრის
გასაცნობად,
·
აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე წინასწარ ამზადებს და
სათანადო სიტუაციებში იყენებს დამხმარე (ვიზუალურ , ელექტრონულ , მუსიკალურ და
ა.შ) მასალას.
ქართ.
IX.2 მოსწავლეს შეუძლია დისკუსიის მონაწილეთა
მეტყველების მოსმენა და შეფასება საკომუნიკაციო ამოცანისა და აუდიტორიის
გათვალისწინებით.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
დრამატული
მონოლოგის ან როლური ტექსტის სახით წარმოადგენს განსხვავებული თვალსაზრისით მისეულ
ინტერპრეტაციას
ქართ.IX.6
მოსწავლეს შეუძლია პრობლემურ ან სადავო საკითხებზე სხვადასხვა თვალსაზრისით შემცვლელი მხატვრული და
არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება და საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა.
·
ახდენს
სხვადასხვა სახის ტესტში წარმოდგენილი მოვლენების, ფაქტების, პერსონაჟთა თვისებების,
ქცევის, თვალსაზრისების შედარება-შეპირისპირებას;
·
აკვირდება,
ამოიცნობს და შეაფასებს ავტორის ან პერსონაჟის პერსონაჟების დამოკიდებულებას
კონკრეტული გმირის, აღწერილი მოვლენების მიმართ
·
წერს
მინი-რეპორტაჟს სასკოლო ღონისძიების შესახებ;
·
წერს
მიმოხილვითი ხასიათის სტატიას სკოლის გაზეთისათვის, რომელშიც აყალიბებს
განსხვავებულ თვალსაზრისებს.
ქართ. X.5 მოსწავლეს შეუძლია ზეპირი
კომუნიკაციის სტრატეგიების ამოცნობა და შესაბამისად გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
ამოიცნობს
აუდიტორიაზე ზემოქმედების არავერბალურ ხერხებს (მხედველობით კონტაქტს, ხმის
აწევ-დაწევას, საუბრის ტემპის შეცვლას , ჟესტიკულაციას) და შესაბამისად იყენებს
მათ ზეპირი გამოსვლების დროს მსმენელთა ინტერესის გასაღვივებლად;
·
ამზადებს
ტექსტს და ვიზუალურ მასალას აუდიტორიის წინაშე გამოსვლამდე , გადის რეპეტიციას.
ქართ.XI 7. მოსწავლეს შეუძლია მხატვრული
ნაწარმოების ენობრივი საშუალებების გაანალიზება მათი ფუნქციონირების თვალსაზრისით.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
აკავშირებს ლექსის რიტმულ ფორმას ემოციურ
ინტონაციასთან;
·
ამოიცნობს რითმისა და რიტმის ფუნქციას ბგერწერითი
ეფექტისა და ლექსის განწყობის შესაქმნელად.
ქართ. XI 8.
მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
მონიშნავს ნაწარმოებში ეპოქისათვის დამახასითებელ
ლექსიკას და ისტორიულ-ეთნოგრაფიული ყოფისთვის დამახასიათებელ პასაჟებს.
ქართ.XI.
12. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ხასიათის არამხატვრული ტექსტების შეთხზვა.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
წერს ჩატარებული სამუშაოს (მაგ. პროექტის,
ღონისძიების,პრეზენტაციის და სხვ.) ანგარიშს;
·
წერს სასწავლო ღონისძიებების ოქმებს სათანადო
სქემებისა და სტანდარტის გამოყენებით.
ქართ.XII. 1.მოსწავლეს შეუძლია სასწავლო პროექტის
წარმოდგენა აუდიტორიის წინაშე.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
· ჯგუფთან
ერთად განსაზღვრავს თემას და პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ითვალისწინებს სასწავლო
პროექტი;
· მკაფიოდ და
ნათლად აყალიბებს ორიექტის მიზანს.
ქართ.XII.4. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა
სტრატეგიის გამოყენება სასწავლო პროექტის პრეზენტაციისათვის.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
გადის
რეპეტიციას მეგობრების, ოჯახის წევრების ან სარკის წინ(ინიშნავს დროს, ვარჯიშობს
მახვილისა და ინტონაციის მიმიკის მოდივიცირებაში).
ქართ.XII 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის ეფექტური
სტრატეგიების არჩევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა
თუ
მოსწავლე:
·
ეფექტურად იყენებს კომპიუტერულ საძიებო სისტემებს და
პროგრამებს ინფორმაციის მოპოვებისა და მისი გრაფიკული ორგანიზების მიზნით.
5. მოსწავლეთა ასაკი: VII-VIII-IX-X-XI-XII კლასები; 12/17 წელი
6. ხანგრძლივობა: 1 თვე/თვენახევარი
(28 სექტემბრიდან
12 ნოემბრამდე 2015 წ).
7. პროექტის
მსჯელობა. ძირითადი აქტივობები:
ა)კლასები
დავაწყვილეთ, თითოეული წყვილი თითო ჯგუფად წარმოვადგინეთ და გავაცანით პროექტის
მიზნები და ამოცანები.
ბ)
ჯგუფებს მივეცით შესაბამისი დავალებები:
I ჯგუფი-
აკ.წერეთლის იუბილესადმი მიძღვნილი კედლის გაზეთის მზადება
II
ჯგუფი-ვიდეო მასალის, ფოროებისა და სცენარისათვის მხატვრული მასალის ამოკრებვა.
III ჯგუფი-
მუსიკალური და მხატვრული მხარის მოგვარება.
8.ძირითადი რესურსები: აკ. წერეთელი, რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად,
თბ. 1988წ, ქართული პროზა, ტ.9, თბ. 1985წ; ქართული მწერლობა, ტ.11, თბ.1996წ;
აკაკის სამრეკლო, თბ. 1990 წ: კომპიუტერი, ინტერნეტიდან ამოღებული მასალები,
პროექტები, ციფრული ფოტო-აპარატი, აუდიო ჩამწერი, ჩონგური, გიტარა,
ფართოფორმატიანი ქაღალდი, ფოტო-მასალის დაბეჭდვა, ჭიკარტები, მარკერები, აბრეშუმის
ლენტი, წებო, კოსტიუმები, დეკორაციისათვის საჭირო მასალები. ფინანსური მხარდაჭერა
და უზრუნველყოფა მოსწავლეთა მშობლებისა და პედაგოგთა მიერ.
9. მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეებში
დამოკიდებული კრიტიკული აზროვნებისა და თვითშემოქმედების უნარ-ჩვევების
განვითარება, კედლის გაზეთის გაკეთება, ვიდეოკოლაჟის შექმნა.
10. საგნებთან/ ესგ კავშირი: ისტორია, გეოგრაფია, მუსიკა,ხელოვნება
11.პროექტის ხელმძღვანელი: ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა.
პედაგოგები: ლიანა პატარიძე, ნატო ფახურიძე-ჩიქოვანი, ნინო ტალაბაძე.
12.ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა: LIANAPATARIDZE@GMAIL.COM
13. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: lianapataridze11.blogspot.com
No comments:
Post a Comment