Monday, February 10, 2014

შემაჯამებელი ღია გაკვეთილი

                                                               შემაჯამებელი
                                         
                                ღია გაკვეთილი



               ქართული ენასა და  ლიტერატურაში   IX კლასი




                                                                      14.02. 2014წ 



                                        


                          
გაკვეთილის თემა: მხატვრული ანალიზის ელემენტები სხვადასხვა პერიოდის ქართულ პოეზიაში
გაკვეთილის მიზანი:
·         ტექსტების წვდომა-გააზრების უნარის შემოწმება;
·         სხვადასხვა სახის ტექსტების ინტერპრეტაციის უნარის განვითარება;
·         მოსმენისა და შეფასების უნარის განვითარება;
·         მხატვრული კითხვის უნარ-ჩვევების გამომუშავება;
·         ლიტერატურის თეორიის საკითხებზე პრაქტიკული მუშაობა.

აქტივობები:
·           სახელმძღვანელოს მე-5 თავის სათაურად გამოტანილი ფრაზა  „ლექსი ერთი რამ არის სოფლის საქმეში“ (მ. ბარათაშვილი „სწავლა ლექსის თქმისა“ XVIIIს-ის დას) ინტერპრეტაცია:
·        არსებული ცოდნის ახალთან დაკავშირება;
·           ტექსტების კითხვა. ლექსიკაზე დაკვირვება, საჭირო სტროფებისა და ტაეპების ციტირება.
საჭირო რესურსები:
·           სახელმძღვანელო;
·           სამუშაო რვეულები და კალმები.
კლასის ორგანიზების ფორმები:
·           ინდივიდუალურობა;
·           მთელ კლასთან.
შეფასების ფორმა
·              მოსწავლეთა პასუხებზე ქცევისა და აქტივობაზე დაკვირვება;
·              მოსწავლეთა მიერ წარდგენილ პრეზენტაციათა გაანალიზება მოსმენისა და შეფასების უნარ-ჩვევების შესამოწმებლად;
·              მასწავლებლის მიერ პრეზენტატორთა შეფასება წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით.
გაკვეთილის მსვლელობა:
·         მოსწავლეებზე გაკვეთილის მიზნისა და აქტივობების გაცნობა;
·         მოსწავლეები გაიხსენებენ რა განასხვავებს ლექსს პროზისაგან;
·         რა არის რითმა და რიტმი;
·         იოანე მინჩხის „ჟამნი ჩუენნის“ მაგალითზე განსაზღვრა იმ განსხვავებისა, რაც ჰიმნოგრაფიულ პოეზიას კლასიკურ (საერო) პოეზიისაგან მიჯნავს.
·         შ. რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ ნაწყვეტიდან „ავთანდილის ანდერძი“, შაირისა და მისი ორი ფორმის მაღალი და დაბალი სახეობის განსაზღვრა;
·         მუხამბაზის და მუსიკური რიტმის დამკვიდრება ქართულ პოეზიაში ლექსის „ტანო ტატანოს“ მაგალითზე;
·         რითმიანი ცეზურა;
·       ტროპების გამოყენება რომანტიკოსებთან; ნ. ბარათაშვილის „საყურე“, „არ უკიჟინო სატრფოო“ და გრ. ორბელიანის პოემა „სადღეგრძელოდან“ ნაწყვეტი „ჰე, მამულო“;
·         ქართული სიმბოლიზმი და ლექსზე დაკისრებული ახალი ფუნქცია;
·  რა არის ტრიოლეტი; ციტირება ვ. გაფრინდაშვილის ლექსისა „სენტიმენტალური ტრიოლეტი“
·         ალიტერაციისა და ასონანსის ამოცნობა ლექსში პ. იაშვილი „დარიანული“;
·         გ. ტაბიძე „რაც უფრო შორს ხარ“
·         ქართული სიმბოლიზმი და ლექსზე დაკისრებული ახალი ფუნქცია;
·    თეთრი ლექსი ციტატები ო. ჭილაძის პოემიდან „ადამიანი გაზეთის სვეტში“;
·         ასონანსური და კონსონანსური რითმები მ. გელოვანის ლექსი „ნუ მწერ“ და ლ. ასათიანის ლექსი „სპარსელი ასული“;
·         იზოსილაბური და ჰეტეროსილაბური ტაეპები ა. კალანდაძის ლექსში „მოდიოდა ნინო მთებით“;

                                                                                                                 30 წთ.
·         თვითშეფასება და ურთიერთშეფასება მოსწავლეთა შორის;
·         მასწავლებლის მიერ გაკვეთილის შეჯამება.       
                                                                                                     
                                                                                                                    10 წთ                                                                        
საშინაო დავალება:
·      მოსწავლეებს შინ შესასრულებლად ეძლევათ წერითი დავალება: მრავალსაუკუნოვანი მთლიანობა ქართველ პოეტთა შემოქმედებაში.
·                იკითხება დავალების პირობა გარკვევით.
 
                                                                                                                                       5წთ.
             მომდევნო გაკვეთილი მთლიანად დაეთმობა საშინაო დავალების პრეზენტაციას!



                                           


                           

                           



                                                     შეფასების სქემა
                 
1. საშინაო დავალებები;
2.საკლასო დავალებები





3. შემაჯამებელი დავალებები






















1. შეფასების კომპონენტი-საშინაო დავალება
შედეგები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
დავალების სისტემატურად შესრულება
საშინაო დავალების რვეულს არ აწარმოებს
იშვიათად ასრულებს და ისიც არასწორად
პერიოდულად ასრულებს მაგრამ ხარვეზებით
პერიოდულად ასრულებს მცირე ხარვეზებით
რვეულსა აწარმოებს სრულყოფილად. დავალებები პასუხობს სათაურს. ხარისხი მაღალია. ენობრივი მახარე მოწესრიგებულია. წერის კულტურა მაღალია
დავალების სწორად გააზრება
ვერ გაიაზრებს დავალებას, ვინაიდან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
იშვიათად ასრულებს დავალებებს, ისიც გაუაზრებლად
ცდილობს; კალიგრაფია კარგია; დავალება სრულყოფილად არ აქვს შესრულებული; ხარისხი დაბალია;
სწორად გაიაზრებს დავალებას
შემოქმედებითად უდგება ყველას სახის დავალებას; სწორად გაიაზრებს მათ
მასწავლებლის/თანაკლასელების შენიშვნების გათვალისწინება და საკუთარი ნაწერის შესწორება
ვინაიდან არ აქვს დავალება შესრულებული , შესაბამისად სხვისი აზრის გათვალისწინება არ ესაჭიროება
უჭირს შენიშვნების მიღება, ხშირად არაკორექტულიცაა; იშვიათად ითვალისწინებს
უჭირს შენიშვნების მიღება, ზოგჯერ არაკორექტულიცაა; ზოგ შემთხვევაში ითვალისწინებს
შენიშვნებსა დარეკომენდაციებს ითვალისწინებს
შენიშვნებსა დარეკომენდაციებს ითვალისწინებს, იყენებს საკუთარ საქმიანობაში
ენობრივი და შინაარსობრივი გამართულობა
ვინაიდან არ აქვს დავალება შესრულებული , შესაბამისად ,ენობრივ და შინაარსობრივ გამართულობაზე არ ვსაუბრობთ
შესრულებული დავალებები ენობრივად და შინაარსობრივად გაუმართავია
უჭირს, თუმცა არის მცდელობა
შესრულებული სამუშაოები შინაარსობრივად და ენობრივად და ენობრივადაც ძირითადად გამართულია, მაგრამ ზოგჯერ დავალებებში გვხდება ენობრივი და შინაარსობრივი შეცდომები
შეზსრულებული სამუშაოები შინაარსობრივად და ენობრივადაც გამართულია, სრულყოფილად
               

                                         
                
       
                                       

          
საკლასო დავალებები
შედეგები
1-2 
3-4 
5-6 
7-8 
9-10 
          პრეზენტაცია
                      არმონაწილეობს                 პრეზენტაციაში
                  ბუნდოვანია,საუბრობს დაბნეულად
                მხოლოდ ნაწილობრივადაა გასაგები, მოიოთხოვს დამატებით განმარტებებს
                  გასაგებია, მაგრამ აქვს ხარვეზები, ითხოვს დაზუსტებას
                წარმოდგენილი საკითხები ნათელი და გასაგებია, დამაჯერებელია
            წერის კულტურა; ენობრივი ნორმების დაცვა
              დაბალია; არ იცავს ენო      ბრივ ნორმებს
                        უჭირს ენობრი                  ვი ნორმების დაცვა
                  ცდილობს, მაგრამ აქვს შეცდომები
                უმთავრესად გამართულად წერს, მაგრამ ზოგჯერ აქვს ხარვეზებიც
                  გამართულად წერს; იცავს ენობრივ ნორმებს.
           ზეპირმეტყველება მხატვრულ ტექსტის ანალიზის უნარის გამოვლენა
                საერთოდ ვერ         ავლენს                              
                    ზოგჯერ   იმეორებს   სხვათა მოსაზრებეს      
                იმეორებს სხვათა მოსაზრებებს; აზროვნება ტრაფარეტულია         
               აანალიზებს მხატვრულ ტექსტს გარკვეული მოდელის მიხედვით
               მხატვრული ტექსის ანალიზისას ავლენს დამოუკიდებელი აზროვნების, ინტერპრეტაციის უნარს

                                                                    



                                                   


შემაჯამებელი დავალებები
შედეგები
1-2
3-4
5-6
7-8
9-10
ინფორმაციის გახსენება ორიენტირებული დავალებები (დახურული კითხვები)
საერთოდ არ იცის მასალა
ძნელად პასუხობს უმარტივეს კითხვებს
იცის, მაგრამ არამყარად; უჭირს დასაბუთება
ფლობს ინფორმაციას
სრულყოფილად ფლობს მასალას
ცოდნის სიღრმეზე ორიენტირებული დავალებები (ღია კითხვები)
ვერ პასუხობს
პასუხობს მასწავლებლის დახმარებით ერთ ღია შეკითხვაზე
                                                                                      ცდილობს,მაგრამ უჭირს სალუთარი მოსაზრებების დასაბუთება
პასუხობს ნასწავლი მასალიდან გამომდინარე, არ აქვს ჩამოყალიბებული საკუთარი აზრი
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი, ასაბუთებს მას როგორც წერილობით, ისე ზეპირად
წერით სამუშაოებში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გამომჟღავნების უნარი
ვერ ასრულებს დამოუკიდებლად წერითი დავალებებს
წერით დავალებებს ასრულებს შეცდომებით
ცდილობს გამოამჟღავნოს თავისი ცოდნა
ამჟღავნებს საკითხის ცოდნას, საჭიროებს სრულყოფას
იყენებს ცოდნას, თანაც შემოქმედებითად.



         

                                                        




                                                                                                                                      
          პედაგოგი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ლიანა პატარიძე
     პედაგოგის  ელ.ფოსტა:       LIANAPATARIDZE11@GMAIL.COM
          პედაგოგის ვებ- გვერდი/ბლოგი: LIANAPATARIDZE11.BLOGSPOT.COM

სსიპ  სამტრედიის  მუნიციპალიტეტის  სოფელ  მელაურის  საჯარო  სკოლა.